Sunday, November 15, 2009

1. პროექტის სახელი: “პოპულარული გრძნობა”.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტი მოიცავს: სიყვარულის გაგება შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანში”; შუა საუკუნეების რამოდენიმე მწერლის ( რომელსაც თვითონ მოსწავლეები აირჩევენ) სასიყვარულო ისტორიას; ჩემი თანამედროვე- როგორ გვიყვარს XXI საუკუნეში; როგორი იქნება სიყვარული ასი წლის შემდეგ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსნის” გავლის შემდეგ, დაამუშავებენ თემას _ სიყვარული ვეფხისტყაოსანში. ვინაიდან დღევანდელი თაობისათვის მეტ-ნაკლებად ღიმილის მომგვრელია მიჯნურობა და სიყვრულის იმგვარი გამოხატვა, როგორსაც აღნიშნულ პოემაში ვხდებით (თუმცა, იმასაც აცნობიერებენ, რომ ამგვარი აზრის ხმამაღლა გამოთქმა სათაკილოა) საინტერესო იქნება ამ საკითხზე ღმამაღლა ისაუბრონ და იმსჯელონ. მოსწავლეები დაიყოფიან ოთხ ჯგუფად და ტექსტზე იმუშავებენ; განიხილავენ და ლაკონურად ჩამოაყალიბებენ სიყვარულის ვეფხისტყაოსნისეულ გაგებას _ ისაუბრებენ მიჯნურთა წყვილებზე. აგრეთვე შეაგროვებენ ფოტო_მასალას. (ინტერნეტის საშუალებით) მეორე ეტაპზე მოხდება XVIII_XIX საუკუნეების რამოდენიმე მწერლის სატრფიალო ეპიზოდის გაცნობა და დახასიათება. Mასევე სასიყვარულო თემაზე შექმნილი ლექსების, სიმღერებისა და ფოტო-მასალის შეგროვება. შემდეგ ეტაპზე ისაუბრებენ სიყვარულის თანამედროვე გაგებაზე; იმსჯელებენ რა ცვლილებები განიცადა და რამდენად სახეცვლილი მოვიდა ჩვენამდე; სწორად გვესმის თუ არა სიტყვა “სიყვარულის” შინაარსი; როდის უფრო ლამაზი სახე ჰქონდა მას; XXI საუკუნეში რამდენად პოიპულარულია გიყვარდეს. მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუს რამდენიმე თანატოლისა თუ თანამედროვე, ცნობილი პიროვნებისაგან; (შესაძლოა გაეცნონ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს და მათზე დაყრდნობით იმსჯელონ). დაისმევა შეკითხვა: - როგორი იქნება სიყვარული ასი წლის შემდეგ?! და გაეცემა შესაძლო პასუხები. საბოლოოდ წარმოადგენენ რა მოძიებულ და დამუშავებულ ზემოდ აღნიშნულ ყველა მასალას, ერთობლივად დახატავენ სიყვარულს (დიდი ფორმატის თეთრ ქაღალდზე). Fფონად დაედება მათ მიერვე ამორჩეული სასიყვარულო თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები; რამოდენიმე მათგანი წაიკითხავს ამავე თემაზე შექმნილ ლექსებს. შესაძლებლობა მიეცემათ სტუმრად მოიწვიონ მათვის საინტერესო მწერალი.
4. მონაწილეთა ასაკი: 14_16 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოხდება სახლში მიცემული დავალების წარმოდგენა, გადახარისხება, შეჯერება; აზრების გაცვლა-გამოცვლა; პროექტის საბოლოოდ სახით წარმოდგენა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;
Mმოსწავლეები შეეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას, ინტერნეტისა და სხვა საშუალებებით ინფორმაციის მოძიებას; ვრცელი თემებიდან მნიშვნელოვანის ამოკრეფას; გამოუმუშავდებათ მოვალეობის გრძნობა, ისწავლიან საჯაროდ საკუთარი აზრის სწორად და დახვეწილად წარმოთქმას. შეიქმნება საინტერესო მასალა, სიყვარული ჩვენს წარსულში, აწმყოსა და მომავალში; რასაც დაერთვება მრავალი საინტერესო მოსაზრება და ვიზუალური მასალა.
8. სარგებელი სხვებისთვის: დანარჩენი მოსწავლეებისათვის მისაბაძი იქნება ენთუზიაზმი, რაიმე ახლისა და საინტერესოს შექმნის მცდელობა; ეცდებიან განსხვავებული თვალით შეხედონ სიყვარულს, მეტი ინტერესით გაეცნონ “ვეფხისტყაოსნის” შინაარსს. მოისმენენ ახალ ისტორიებს, გაიმდიდრებენ სულიერ სამყაროს, ცოტა ხნით მაინც გახდებიან მეტად მგრძნობიარენი. გაიაზრებენ რომ საკუთარი აზრის გამოთქმა სულაც არაა სათაკილო. მეტად ღირებული გახდება სიტყვა - “მიყვარხარ”!
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ა. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
• სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა;
• ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება და ამ ლოგიკური
კავშირების ამსახველი სინტაქსურ-სტილისტური ხერხების სათანადოდ გამოყენება.
• აზრის გამოთქმისთვის შესაფერისი ემოციური ელფერის მქონე სიტყვებისა და
ფრაზების შერჩევა და მათი კონტექსტში ჩასმა;
• სხვადასხვა სახის (როგორც ლიტერატურული, ისე სამეცნიერო-პოპულარული,
პუბლიცისტური, საქმიანი), სტილისა და ჟანრის ტექსტების თავისუფლად გაგება,
მათი ენობრივი ანალიზი და სინთეზი;
• ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება;
• სხვადასხვა სირთულის და სხვადასხვა სახის (შემოქმედებითი, შემეცნებითი,
პრაგმატული) ტექსტის გამართულად წერა განსხვავებულ თემებზე; გრამატიკის,
ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნა და ამ ცოდნის შეგნებულად გამოყენება ტექსტის
ასაგებად და დასახვეწად.
ბ. ენის კომუნიკაციური ასპექტები
• საკუთარი კომუნიკაციური ქცევების ადეკვატურად შეფასება და სათანადოდ
წარმართვა;
• იმ უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების დაუფლება, რომლებიც მიღებულია მოცემულ
კულტურულ გარემოში კამათის, დისკუსიის, დებატებისა და საკუთარი აზრის
გამოთქმისას;
• ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელი კითხვის
სტრატეგიების დაუფლება;
• სხვადასხვა ხასიათის ზეპირი და წერილობითი ტექსტების საკომუნიკაციო მიზნის
ამოცნობა და ამ კუთხით ტექსტის ეფექტურობის შეფასება;
• წერის დროს საკომუნიკაციო მიზნის გათვალისწინებით ფუნქციური სტილის
მართებულად შერჩევა; საკუთარი ნაწერის რედაქტირება და კორექტირება.
გ. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
• მხატვრულ ტექსტში გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ეფექტურობის
შეფასება;
ქართული ენა და ლიტერატურა
• ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული მოვლენებისა და პრობლემების დაკავშირება
სუბიექტურ გამოცდილებასთან;
• სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში გამოკვეთილი პრობლემატიკის
ერთმანეთთან დაკავშირება, შედარება და შეპირისპირება;
• ნაწარმოებში არსებული პრობლემური საკითხების არაერთმნიშვნელოვანი და
არასწორხაზოვანი ინტერპრეტაცია;
• სოციოკულტურული კონტექსტის გავლენის აღმოჩენა ლიტერატურულ ნაწარმოებებში;
• ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება ადამიანური გამოცდილების სხვადასხვაგვარი
გამოვლენის (შემეცნებითი, შემოქმედებითი და ეთიკური) განვითარებისათვის;
• სხვადასხვა ჟანრისა და სახის ტექსტების წერილობით სტრუქტურირება და
ორგანიზება, სადაც მჟღავნდება მისი ლიტერატურული გემოვნება, შემეცნებითი
ინტერესები, შემოქმედებითი მოთხოვნილებები.
12. პროექტის ფასილიტატორი :
ციცი ხოსრუაშვილი.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: cicixosruashvili@gmail.com